[su_quote]როგორ აბა, ევროპას ასე როგორ დაველაპარაკოთო – თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, ვისთან რა დამსახურება აქვს? საუკუნეებია ჩვენი სისხლით მოვდივართ და კიდე უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ? კიდევ რუსეთთან მარტო გვტოვებენ? დავრჩებით და დავრჩეთ, ძალით ხომ ვერავის ვერაფერს ეტყვი. თუ ახლა გამყიდი, მერეც გამყიდი. ამიტომ, დაველოდები მათ გადაწყვეტილებას და ვუსურვებ მათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. უკრაინას და მოლდოვას ვუსურვებ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღოთ. საქართველო რატომ არ იმსახურებს? გინდ მთავრობა და ოპოზიცია რომ ავიღოთ, ორივე სჯობს მათ მთავრობებსა და ოპოზიციას. ისინიც იჭერენ პრეზიდენტებს. ისინი, თურმე, სამართლიანად იჭერენ და ჩვენთან კიდევ, ვინ უნდა გადამიწყვიტოს მე, სწორედ იჭერენ თუ არა?[/su_quote]
ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.