[su_quote]სააკაშვილი რომ ციხეშია ჩვენი ბრალია? რატომ გამოგვიგზავნა უკრაინამ? რომ არ გამოეგზავნა ხომ არ იქნებოდა? იქნებოდა მშვიდად იქ. აქაც რომ მშვიდად იყოს, ვის რაში სჭირდება ციხეში? ხომ ხედავთ, რომ არ შეუძლია ციხეში ყოფნა, ეშინია, არ არის ვაჟკაცი. ქვეყანას მართავს? არ იყო უდიდესი ელიტური კორუფცია მის დროს? და იმ ხალხს იცავს ევროპა? ჩვენ ხომ ძალით არავის არაფერს არ ვთხოვთ. ვისზე უკან ვართ? ჩვენი სასამართლო ავიღოთ – ეს სასამართლო ხომ იმ სასამართლოს მემკვიდრეა? შერიგება რამდენჯერ ვთქვით? რომელიმე პარტიიდან მოვიდა ვინმე შერიგებაზე? ნახევარპროცენტიანი ლიდერები რომ გამოდიან და რაღაცაზე ლაპარაკობენ. ევროპელებს ვთხოვ, წესიერად მიუდგნენ ამას. შიგნიდან ძაბავენ სიტუაციას ქვეყანაში. არავის არაფერს არ ავარევინებთ ქვეყანაში. იმის ძალა გვაქვს, რომ რევოლუცია არავის არ მოვაწყობინოთ[/su_quote]
ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.