ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბავშვმაც კი იცის, რომ ივანიშვილს ბვერი კარგი საქმე აქვს გაკეთებული – წულუკიანი

დარწმუნებული ვარ, მთავარი არხის ჟურნალისტმაც იცის, ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბვერი კარგი საქმე აქვს გაკეთებული.- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტში, 300-ოდე ევროპელია, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები.

მე მინდა, ყველას მოგიწოდოთ, რომ ევროკავშირის პარლამენტს ნუ დახატავთ ისე, თითქოს ეს იყოს ორგანო, რომელიც იღებს ჩვენი გაწევრიანების თუ სტატუსის მონიჭების შესახებ გადაწყვეტილებას. მე მინდა, ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას – ქართველებს, ვინც თქვენ ჟურნალისტებს ხანდახან, რა თქმა უნდა, უნებლიეთ შეგყავთ შეცდომაში, რა თქმა უნდა, უნებლიეთ აკეთებთ ამას და წარმოაჩენთ ისე, რომ თითქოს ევროკავშირის პარლამენი წყვეტს წევრობის საკითხს, არა, ბატონებო და ქალბატონებო, ევროკავშირის პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის საკანონმდებლო ორგანოებისგან შემქნილი ასამბლეა, საპარლამენტთაშორისო, რომლებსაც პირდაპირი გზით ირჩევენ ევროკავშირის ამომრჩევლები. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ არის 300-ოდე ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, მთავარი არხის ჟურნალისტმაც იცის, ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბვერი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ეს იმდენად დიდია, რომ თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა.

იტვირთბა....