ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პოლონეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა

„პოლონეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა“, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნიდზელსკიმ განაცხადა.

“ამ დროისთვის, მაიმუნის ჩუტყვავილის 10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული. დღეს, კი პირველი შემთხვევა გამოვლინდა”, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა. ვირუსის სიმპტომები მოიცავს: ცხელებას, თავის ტკივილს, კანზე გამონაყარს, რომელიც სახეზე იწყება და მთელ სხეულზე ვრცელდება. მაიმუნის ყვავილის ვორუსით ინფიცირების შემთხვევები ახლახანს დაფიქსირდა, გერმანიაში, შვეიცარიაში, ესპანეთში, ბელგიაში, იტალიაში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიასა და შვედეთში.

იტვირთბა....