ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბათუმის ფილიალში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

ბათუმში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა და მძევლების აყვანაც სცადა, თუმცა, ბაკის თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც, ის გაიქცა.

“ფორმულას” ცნობით, შეიარაღებულ თავდამსხმელს პოლიცია დაედევნა.

ბანკში ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

იტვირთბა....