„ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის ლომის წილია იმაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს ევროპულ გზას უჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების რეზოლუციაში არის რამდენიმე თემა, რომელიც აბსოლუტურად სცილდება რეალობას.
„ჩვენ ყველა დავარწმუნეთ, რომ არაევროპული სტანდარტი, რითაც სადისტური მმართველობა აწარმოა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს ის არ არის, რომელიც ევროპულ ღირებულებებს შეესაბამება. საზოგადოებამ დაგვიჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, შემდეგ უვიზო მიმოსვლის და თავისუფალიო ვაჭრობის შეთანხმებას. აპრილში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საგანგებოდ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს წინსვლა“, – განაცხადა ვოლსკიმ.