aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინის მემკვიდრე იქნება ის, ვისაც ვერც კი წარმოიდგენთ, ყველაზე შეუმჩნეველი და სულელი ადამიანი – რუსი მეცნიერი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მემკვიდრე იქნება „შეუმჩნეველი და სულელი“ ადამიანი, პრეტენზიებისა და ამბიციების გარეშე.ასეთი მოსაზრება გამოთქვა რუსმა მეცნიერმა, რიგის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა დიმიტრი ორეშკინმა ჟურნალისტ ელენა ტრიბუშნაიასთან ინტერვიუში.

“პუტინის მემკვიდრე იქნება ის, ვისზეც ვერც კი წარმოიდგენთ. ყველაზე შეუმჩნეველი, ყველაზე სულელი, რომელსაც არ აქვს პრეტენზიები და ამბიციები და ეს ნიშნავს, რომ ის ყველაზე ჭკვიანია… ასე რომ, მემკვიდრე იქნება ყველაზე შეუმჩნეველი, ყველაზე მოკრძალებული, რადგან მათ, ვინც ზედმეტად გამოირჩევა, მაშინვე თავს აჭრიან“, – თქვა ორეშკინმა.

მისივე თქმით, როგორც კი რუსეთში პუტინის პოტენციური მემკვიდრე გამოჩნდება, მას „ნამსხვრევად აქცევენ“.

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინის ადგილს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი დაიმტკიცებს, რომელიც ბოლო დროს გააქტიურდა.

“მეჩვენება, რომ მას აქვს შიდა საფუძვლები, რომ მოითხოვოს თანამდებობა ხელისუფლების ცვლილების შედეგად, გააძლიეროს თავისი ადმინისტრაციული პოზიციები და იმ სისტემაში, რომელიც პუტინმა ააშენა, მედვედევი არის ის ვინც ყველაზე ხმამაღლა ყეფს დასავლეთის წინააღმდეგ.” – განაცხადა მეცნიერმა.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე გადაწყვიტა მისი მემკვიდრის საკითხი.

იტვირთბა....