ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინა ISIS-ის წინააღმდეგ

უკრაინა  ISIS-ის წინააღმდეგ სირიაში იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Independent ავრცელებს. დოკუმენტი, რომელშიც სირიის კონფლიქტში მონაწილეობის ვარიანტებია განხილული, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. დოკუმენტს ამერიკული მხარე შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ეშტონ კარტერის კიევში ვიზიტის დროს შეისწავლის.

ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ უკრაინული ძალები სირიაში განლაგებულ რუსულ სამხედროებს შეუტევენ.

ბრიტანული გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა სამხედროებსაც გააგზავნის სირიაში.

The Independent-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაშინგტონი კიევის ინიციატივას დათანხმდება, ის ევროკავშირის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდება. ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე სირიაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა საერთაშორისო ნორმების დარღვევა იქნება.

 

იტვირთბა....