ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 205 მილიონი გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისისის გამო ქვეყანას დამატებით 205 მილიონი ევრო გამოუყო. ევროკომისიის ცნობით, დახმარება უკრაინის უზრუნველყოფას მოხმარდება საკვებით, წყლით, ჯანდაცვის სერვისებით, თავშესაფრით და ასევე, ფულადი სახსრებით.
 

“ამას გარდა, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის ხელისუფლებასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან გაწეული დახმარება მუდმივად მზარდ საჭიროებებს შეესაბამება“ – აცხადებს კრიზისის მენეჯმენტის კომისარი ჯანეზ ლენარჩიჩი, რომლის ვიზიტიც უკრაინაში ახლო მომავალში შედგება.

იტვირთბა....