aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიაში მსხვერპლი 71-მდე გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სირიაში გუშინ მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. ევროკავშირის განცხადებით, ISIS მიერ მოწყობილი ორი აფეთქების მიზანი სწორედ ჟენევის მოლაპარაკებებისთვის ხელის შეშლა იყო.

საერთაშორისო საზოგადოება ჟენევაში სირიის კრიზისის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების მოლოდინშია. იქ უკვე იმყოფებიან სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც, თუმცა ოპოზიცია მოლაპარკებებზე უარს ამბობს, სანამ ხელისუფლება მოსახლეობის ჰუმანიტარულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმაც მოუწოდა.

 

 

იტვირთბა....