რეალურია რისკი , რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსი არაენდემურ ქვეყნებში გავრცელდეს, სადაც უკვე 1000 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა.
„არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია, მაგრამ ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია“, – აღნიშნა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანმოს, ცნობით ამჟამად მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
„ამჟამად მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯანმოს 29 წევრ სახელმწიფოში, სადაც დაავადება ენდემური არ არის“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.