დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.
ამის შესახებ [NCDC] ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა.
“გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უარყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს”. – ამბობს ამირან გამყრელიძე.