ახალი ამბები საზოგადოება

სოფელ ზემო სურებში მეწყერი ჩამოწვა

ცოტა ხნის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურებში მეწყერი ჩამოწვა. ოცდაათი ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, მთას დიდი ლოდი მოწყდა, რომელმაც გზა ჩახერგა. ადგილი ზემოსურების ცენტრიდან დაახლოებით ორ კილომეტშია. ახლა იქ საცალფეხო ბილიკია.

ტერიტორიაზე სადაც მეწყერი ჩამოწვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

იტვირთბა....