ახალი ამბები მთავარი

ნაკვეთები, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაძლოა, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს

 

მთვარობის მიერ დაგეგმილი მიწის ახალი რეგისტრაციის მიხედვით, შესაძლოა დაურეგისტრირებელი მიწები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს. დროებით მოსარგებლეებს ერთწლიანი ვადა აქვთ საჭირო დოკუმენტების შესაგროვებლად.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მარტვილის რაიონის სოფელ თამაკონის მოსახლეობა იმ მიწის ნაკვთების დაკანონებას ითხოვს, რომელიც 13 ინვრის შემდეგ უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია. მოსახლეობის ინფორმაციით, მხოლოდ მარტვილის რაიონში ინვენტარიზაციის გზით 1000 ჰექტარი მიწის ფართობი სახელმწიფომ დაირეგისტრირა. ნაკვეთები ადგილობრივებს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ ჰქონდათ. ისინი მიწის სახელმწიფოსთვის დათმობას არ აპირებენ და მოთხოვნების დაუკმყოფილებლობის შემთხვევაში, დავის დაწყებას სასამართლოში გეგმავენ.

სახელმწიფოს მიწების მიტაცებასა და საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებს საპარლამენტო ოპოზიცია და მიწის დაკანონების რეგულაციის შეჩერებას მოითხოვს.

სახელმწიფოს მხრიდან მიწების მიტაცების ფაქტს გამორცხავენ საპარლამენტო უმრვალესობაში და აცხადებენ, რომ წარმოდგენილი რეგულაციით ხელისუფლება მიწის საკუთრებების პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში მიწების 70% რეგისტრირებული არ არის.

იტვირთბა....