რუსეთი არ დგას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებისა და შესაძლო გლობალური სასურსათო კრიზისის უკან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ეს ბლეფია. და აგიხსნით რატომ. მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 800 მილიონი ტონა ხორბალი იწარმოება. გვეუბნებიან, რომ უკრაინა მზად არის 20 მილიონი ტონა ექსპორტისთვის. ეს მხოლოდ 2,5%-ია“, – განაცხადა პუტინმა.