ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს თურქეთში ყიდის – უკრაინის ელჩი

გამოცემა Reuters-ის ცნობით, უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბოდნარმა თურქეითი იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდულობენ.

როგორც ბოდნარმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე მიმართა თურქეთის ხელისუფლებას და ინტერპოლს, რომ გამოიძიონ, ვინ არის არის ჩართული მარცვლეულის შემოტანაში, რომელიც ქვეყანაში თურქეთის ტერიტორიული წყლებიდან ხვდება.

ცნობისთვის, გუშინ გავცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თურქეთმა “საგზაო რუკა” მოამზადა რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიოში გაღრმავებული სასურსათო კრიზისის გადასაჭრელად.

ამავე თემაზე: “თუ უკრაინა თავის ტერიტორიულ წყლებს განაღმავს, ჩვენ უზრუნველვყოფთ მარცვლეულის შეუფერხებელ გატანას”, – ლავროვი

 

 

იტვირთბა....