რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუ უკრაინა თავისი ტერიტორიული წყლების განაღმვას მოახდენს, რუსული მხარე სამხედრო-საზღვაო ფლოტის საშუალებით უზრუნველყოფს მარცვლეულით დატვირთული ხომალდების შუუფერხებელ გატანას პორტებიდან ხმელთაშუა ზღვამდე.
“ამისთვის აუცილებელია, უკრაინულმა მხარემ განაღმოს მათ ტერიტორიულ ზღვაში არსებული სანაპირო წყლები. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, რისკენაც უკვე მრავალი კვირაა ამ საკითხით შეწუხებული დასავლელი კოლეგების ყურადღებას ვიპყრობთ, მაშინ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალები უზრუნველყოფენ გემების შეუფერხებელ გასვლას ხმელთაშაუ ზღვაში, საკუთარი დანიშნულების ადგილებისკენ”, – განაცხადა ლავროვმა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის მსოფლიო მარაგის თითქმის მესამედი მოდის, უკრაინიდან ექსპორტის შეჩერება კი გლობალურ სასურსათო კრიზისს აღრმავებს.