aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Newsweek: აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, პუტინი აპრილში კიბოს მკურნალობდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გამოცემა Newsweek-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა თეთრ სახლში დიდი განხილვის თემად იქცა მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს, აშშ-ს დაზვერვამ ამ თემაზე ანგარიში მოამზადა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პუტინი საზოგადოებაში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აპილში კიბოს მკურნალობის კურსი ჩაიტარა. როგორც “ნიუსვიქი” დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, პუტინის დაავადება შორსწასულია და უკურნებლად მიიჩნევა.

“სამი განცალკევებული სადაზვერვო სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები (ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისიდან,  საჰაერო ძალების გადამდგარი უფროსი ოფიცერი და პენტაგონის დაზვერვის სააგენტოდან) შეშფოთებული არიან, რომ პუტინი ძალაუფლების შენარჩუნებასთან მიმართებაში სულ უფრო პარანოიდული ხდება, თუმცა ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ სწორედ მისი ეს მდგომარეობა ხდის ნაკლებ სავარაუდოს, ბირთვული ომის დაწყების რისკს”, – წერს გამოცემა.

Newsweek-ს დაზვერვის სამსახურის ოფიცრის სიტყვებიც მოჰყავს, რომელიც აღნიშნავს, რომ კრემლში ყველა გრძნობს დასასრულის მოახლოებას.

“პუტინის ძალაუფლება ძლიერია, მაგრამ აღარ არის აბსოლუტური. კრემლის შიგნით დაპირისპირება არასდროს არ ყოფილა ასეთი ინტენსიური, მისი მმართველობის არც ერთ პერიოდში. ყველა ხვდება, რომ აღსასრული ახლოსაა”, – ციტირებს გამოცემა წყაროს სიტყვებს.

ამასთან, აშშ-ს დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარტში პუტინის მკვლელობა სცადეს.

ამავე თემაზე: “ვლადიმერ პუტინს ოპერაციისთვის ამზადებენ” – მედია

იტვირთბა....