ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ვლადიმერ პუტინს ოპერაციისთვის ამზადებენ” – მედია

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან სამი თვის შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ოპერაციისთვის ამზადებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, პუტინს პანკრეასის კიბო დაუდგინეს და მისი ოპერაცია ონკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში იგეგმება.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პუტინს ონკოლოგიასთან დაკავშირებით ოპერაცია გაუკეთდება, ასევე ადასტურებს ისრაელის ჟურნალისტი და ინტერნეტგამოცემა Details-ის მიმომხილველი მარკ კოტლიარსკი.

მედიასთან ინტერვიუში კოტლიარსკიმ განმარტა, რომ მისი ერთ-ერთი წყარო დედაქალაქის სამედიცინო წრეებიდანაა, მეორე კი კრემლის ადმინისტრაციის განყოფილებასთან, რომელიც პასუხისმგებელია პირველი პირის ჯანმრთელობაზე.

ასევე ცნობილია, რომ 29 მაისს Daily Mirror-მა და რამდენიმე სხვა ევროპულმა მედიასაშუალებამ FSB-ის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ  პუტინს ჰქონდა “სწრაფად პროგრესირებადი კიბოს მძიმე ფორმა” და რომ იგი გააფრთხილეს გარდაუვალი სიკვდილის შესახებ.

ამასთან, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი ილია პონომარევი აღნიშნავს, რომ პუტინი ჰორმონალურ მკურნალობას იტარებს, რაც მის ფსიქიკაზეც მოქმედებს.

პონომარევმა დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პუტინის ავადმყოფობა არ ნიშნავს იმას, რომ ის დღეს ან ხვალ მოკვდება. შესაძლოა მან კიდევ დიდხანს იცოცხლოს.

შეგახსენებთ, რომ მედიაში პუტინის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები რამდენჯერმე გავრცელდა.

ამავე თემაზე: “პუტინი მოკვდა, მაგრამ კრემლმა ის ორეულით შეცვალა” – ბრიტანული დაზვერვა

ამავე თემაზე: ლავროვი პუტინის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

ამავე თემაზე:  ფსიქიატრმა ვლადიმერ პუტინის ქცევა შეაფასა და ის სტალინს შეადარა

 

იტვირთბა....