EU-ს სტატუსი ეს არის ჩემი, თქვენი და ყველას ოცნება, მოსახლეობის 88%-ის ოცნება, ჩვენ სამწუხაროდ ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე არ გადავდგით ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდებოდნენ, ეს არის თუნდაც 19 აპრილის შეთანხმება და გაუგებარი ნაბიჯები, თუნდაც სესხის არ აღება ევროკავშირიდან. – ამის შესახებ საქართველოს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რა არ გაეკეთა საქართველომ, პრეზიდენტი პასუხობს, რომ “ქართული ოცნება”, ევროპარლამენტარებზე, ევროპაზე გაუგებარ განცხადებებს აკეთებს.
“ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლება, “ოცნების” მხრიდან გვესმის ისეთი განცხადებები, რომელიც დაუფიქრებელია ან არასაჭიროა, მაშინ როცა ველოდებით კანდიდატის სტატუსს. ევროპარლამენტარებზე, ევროპაზე გაუგებარ განცხადებებს აკეთებს. მე არ მაქვს პირადი პოზიცია, მე მათი ქმედებების ლოგიკას ვერ აგიხსნით, მე ვიყავი ბრიუსელში, რადგან მაქსიმალურად იყოს ჩვენი შანსები გამოყენებული. სიტყვით და რიტორიკით შეიძლება ბევრი რამე დაშავდეს. ვფიქრობ, შეცდომების მიუხედავად, შორსმჭვრეტელი გადაწყევტილება იქნება მიღებული ჩვენი რეგიონის მიმართ, ამ რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება მას შემდეგ უფრო, რაც სანქცირებულია რუსეთი.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.