ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინაში შვილად აყვანის პროცედურა გაამარტივეს

უკრაინაში შვილად აყვანის პირველადი განაცხადის შეტანის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა. როგორც სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინ კოშელენკომ განაცხადა, შვილად აყვანის შესახებ დოკუმენტების შეტანა აპლიკაცია Дия-ს საშუალებით გახდა შესაძლებელი.

“იმ ბავშვთა რაოდენობა, რომელთა გაშვილების საჭიროებაც არსებობს, უკვე 17 000-სს სცდება, კანდიდატთა რაოდენობა კი გაცილებით ნაკლებია. კანდიდატთა სიმცირის ერთ-ერთი მიზეზი შვილად აყვანის რთული პროცედურაა. ჩვენ სწორედ ამას ვცვლით და სწრაფი ციფრული პროცესი შემოგვაქვს. ახლა უკვე სულ რაღაც 5 წუთია საჭირო, რომ პირველად კონსულტაციაზე განაცხადი შემოიტანოთ”, – აცხადებს კოშელენკო.

ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველადი კონსუტაციის პროცედურის გამარტივების შემდეგ, აგვისტოს ბოლომდე ასევე იგეგემება ბავშვის შვილად აყვანისა და ბავშვის მზრუნველობის ქვეშ აყვანის თაობაზე ონლაინ განაცხადის შეტანის ამოქმედებაც.

იტვირთბა....