ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო

[su_quote]ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა… შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო… დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული[/su_quote]

ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე Facebook-ზე წერს.

შეგახსენებთ, დღეს დილით თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე თემაზე: “სუიციდთან გვაქვს საქმე” – ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე

იტვირთბა....