თბილისის მერის, მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე საქმე აღიძრა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე დღეს გარდაცვლილი იპოვეს.