ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ავთანდილ გალდავას განცხადებით, თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზი სუიციდი გახდა.
“დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ცნობით, გალდავამ ჟურნალისტებს განუცხადა ელოშვილის სახლის დატოვების შემდეგ, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
ცნობისთვის, ილია ელოშვილი დღეს დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამავე თემაზე: თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს