თბილისის მერია დედაქალაქის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის”, – აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, ილია ელოშვილი დღეს დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.