ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ფსიქიატრმა ვლადიმერ პუტინის ქცევა შეაფასა და ის სტალინს შეადარა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეიძლება ჰქონდეს ეპილეპტოიდური პიროვნული აშლილობა, თუმცა კლასიკური ეპილეპტოიდის ნიშნები ამ ეტაპზე არ არის, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ფსიქიატრმა რომან დოლინსკიმ განაცხადა.

სპეციალისტი ამბობს, რომ პუტინს აქვს შესამჩნევი თანაგრძნობის ნაკლებობა, გამოირჩევა სისასტიკით ახლო წრის მიმართ, აქვს უნდობლობა და რწმენა იმისა, რომ ის, ვინც ფიზიკურად უფრო ძლიერი და აგრესიულია, ყოველთვის მართალია.

“ეს მხოლოდ ანტისოციალური ფსიქოპათებისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომ პუტინი ამ ორი პიროვნული აშლილობის ნიშნებს ავლენს, პირველ რიგში”, – თქვა მან.

ფსიქიატრის თქმით, დიქტატორის ქცევა გარეგნულად ბოლო დროს არ შეცვლილა, არამედ პიროვნების აშლილობა ადამიანს მთელი ცხოვრება თან ახლავს.

„და თუ ადრე ცდილობდნენ დაემალათ და პუტინს შეეძლო როგორმე აენაზღაურებინა ეს, ან მის გარემოს შეექმნა მისთვის გარკვეული იმიჯი, მაშინ როდესაც მისი წარუმატებლობა, დაბერება და დაავადების პროგრესირება შესამჩნევი გახდა, რაზეც მისმა მედიცინის კოლეგებმა ისაუბრეს წინა ინტერვიუებში ამას ვეღარ ახერხებენ. რასაც ახლა ვართ, ვხედავთ და გვესმის მის სპექტაკლებში, იძენს ზედმეტ აგრესიულობას, რასაც ვეღარ მალავენ“, – განაცხადა დოლინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში პუტინის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები რამდენჯერმე გავრცელდა.

ამავე თემაზე: “პუტინი მოკვდა, მაგრამ კრემლმა ის ორეულით შეცვალა” – ბრიტანული დაზვერვა

ამავე თემაზე: ლავროვი პუტინის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

იტვირთბა....