ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მოწინავე სარაკეტო სისტემებს და ასევე, საბრძოლო მასალებს გაუგზავნის. ამის შესახებ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი The New York Times-ის საკუთარ საავტორო სვეტში წერს.
“უკრაინელებს თანამედროვე სარაკეტო სისტემებს და საბრძოლო მასალებს გადავცემთ, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, უფრო ზუსტი დარტყმები განახორციელონ სამიზნეებზე”, – აცხადებს ბაიდენი.
ამასთან, აშშ უკრაინას თანამედროვე შეიარაღებას, მათ შორის, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, Stinger-ის საზენიტო რაკეტებს, რადარებს, მძლავრ საარტილერიო და მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემებს, უპილოტო საფეენ აპარატებს და Mil Mi-17-ის ტიპის ვერტმფრენებს მიაწვდის.