რუსეთი შიმშილის თამაშებს თამაშობს მსოფლიოსთან. – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
“რუსეთი შიმშილის თამაშებს თამაშობს მსოფლიოსთან, ერთი ხელით ბლოკავს უკრაინული პროდუქტის ექსპორტს და მეორე ხელით ცდილობს, უკრაინა დაადანაშაულოს. უკრაინა მუშაობს გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო ოპერაციაზე პარტნიორების საზღვაო ძალებთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო სავაჭრო გზას უსაფრთხოების რისკების გარეშე” – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება.