მადრიდის “რეალმა“ ჩემპიონთა თასი მეთოთხმეტედ მოიგო. ფინალში ესპანელებმა ინგლისის “ლივერპული” დაამარცხეს. მატჩის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინიციუს ჟუნიორმა გაიტანა.
“რეალის” მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, ვინც 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (“მილანში” – 2002/03 და 2006/07, “რეალში” – 2013/14 და 2021/22).