მას შემდეგ, რაც “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამიდან მოხსნა, შტატებში აღარც ამავე პროგრამის მონაწილე დანარჩენი ხუთი მოსამართლე გაემგზავრა. ამის სესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” და “ნეტგაზეთი” წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
არსებული ცნობით, ესენი არიან სისხლის სამართლის საქმეთა მოსამართლეები: ხათუნა ხარჩილავა;
ნინო ნაჭყებია; მაია ქოქიაშვილი; გიზო უბილავა და რომეო ტყეშელაშვილი.
შეგახსენებთ, “მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა საქმეებზე, რომლებიც “რუსთავი 2-ში” მისი დირექტორობის პერიოდს უკავშირდება.