„მიხეილ სააკაშვილს ისევ აქვს ადაპტაციის აშლილობა“, – ამის შესახებ ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს ისევ აქვს ადაპტაციის აშლილობა, საჭმლის მიღების პრობლემა და საკვები დეფიციტი. ამ წუთში სტაბილურია სასიცოცხლო ფუნქციები. ფსიქოლოგიური რეაბილიტიაცია ისე არ მიმდინარეობს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები იყოს. მთავარია, გარემო სადაც მოხდა ადაპტაციის აშლილობა, ის გარემო შეეცვალოს კანონიერების ფარგლებში“, – აცხადებს ნევროლოგი თენგიზ წულაძე.