ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიცია ცდილობს შექმნას აღქმები, ეს არის მთავარი დაავადება, რომლითაც, დღეს დაავადებულია ჩვენი ოპოზიცია – სარჯველაძე

ოპოზიცია შემჩნეულია იმაში, რომ ცდილობს შექმნას აღქმები, ეს არის მთავარი დაავადება, რომლითაც, დღეს დაავადებულია ჩვენი ოპოზიცია. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ასეთი მოცემულობაა დიდი ხანია. ოპოზიცია შემჩნეულია იმაში, რომ ყოველთვის სადაც ფაქტებში უჭირს, ცდილობს შექმნას აღქმები იმიტომ, რომ აქ იოლია მანიპულირება. ეს არის მთავარი დაავადება, რომლითაც, სამწუხაროდ, დღეს დაავადებულია ჩვენი ოპოზიცია და ისინი ცდილობენ ეს გაავრცელონ ყველაზე. ეს არ არის სწორი. ამიტომაც არის ჩვენი გამოსვლა დახუნძლული ფაქტებზე საუბრით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იტვირთბა....