ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

“12 ნაკერი დამადეს ძალიან უხეშად” – 19 წლის ბიჭი აცხადებს, რომ კლინიკაში აბუჩად იგდებდნენ

 

თბილისში, 22 იანვარს კაფე “გალერის” მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოფობიური ნიადაგზე 19 წლის ბიჭს რამდენიმე უცნობი პიროვნება თავს დაესხა და ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

“როცა კლუბიდან გამოვედი თავს დაახლოებით 7-მდე კაცი დამესხა, რომლებმაც მცემეს. მომაყენეს ჭრილობები სახის და ტანის არეში. იქვე მყოფმა ახალგაზრდებმა პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა სირენების ხმაზე თავდამსხმელები გაიქცნენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავეს კიდეც, იქვე ახლოს”, – აცხადებს მსხვერპლი “17 მაისთან” საუბრისას.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ბიჭს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი “ინგოროყვას” კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც დაზარალებული ამბობს, მას ექიმებმა ყურადღება არ მიაქციეს და უხეშად მოექცნენ.

“კლინიკაში ექიმები აბუჩად მიგდებდნენ, იცინოდნენ, თუმცა ვერ გავიგე რატომ. ყურზე 12 ნაკერი დამადეს ძალიან უხეშად. ისიც კი არ მითხრეს, ნაკერები როდის უნდა მომეხსნა. მიღებული ჭრილობების გამო, სამი დღე მჯდომარე მეძინა, ვერ ვწვებოდი”, – ამბობს დაზარალებული.

“მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, როგორც უწყებაში გვითხრეს, გამოძიება დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

“დანაშაული ჩამდენი პირი დადგენილია, რომელსაც ბრალი უკვე წაეყენა.”  – აცხადებენ შსს-ში.

 

 

 

იტვირთბა....