ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინელებმა რუსეთის 58-ე არმიის თითქმის ყველა ქვედანაყოფი გაანადგურეს

“უკრაინის სამხრეთში რუსეთის 58-ე არმიის თითქმის ყველა ქვედანაყოფი. ეს ის არმიაა, რომელიც 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში.” – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში და უკრაინული მედიასაშუალების ბმულს ავრცელებს.

უკრაინელმა სამხედროებმა უკრაინის სამხრეთში რუსეთის 58-ე არმიის თითქმის ყველა ქვედანაყოფი გაანადგურეს. ინფორმაცია რუს სამხედროსა და მის მეუღლეს შორის საუბრის შემდეგ გავრცელდა, რომლის დროსაც ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დანაკარგებზე საუბრობდა.

“58-ე არმიიდან საერთოდ აღარაფერი დარჩა. “მათ დახოცეს ყველა. მთელი ასეული” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დამარცხდა რუსეთის შეიარაღებული ძალები, უკრაინული წყარო არ აკონკრეტებს.

იტვირთბა....