“გირჩი მეტი- თავისუფლების” ლიდერის განცხადებით, თუ საქართველო EU-ს სტატუს ვერ მიიღებს, “ოცნება” შეეცდება, საზოგადოების რაღაც ნაწილი დააჯეროს, რომ დამნაშავე ოპოზიციაა.
“ყველაფერი ხელისუფლების ხელშია, თუ ისე მოხდა, რომ ევროკავშირის სტატუსი არ მოგვცეს ოცნება შეეცდება დააჯეროს საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომ რაღაც ოპოზიციიდან გააფუჭდა. საზოგადოებას ნდობა დაკარგული აქვს, პოლიტიკოსების, ოპოზიციური პარტიების მიმართ. წლების განმავლობაში ხალხი აკვირდება პოლიტიკურ ნაბიჯებს, საზოგადოებას არ სჯერა პოლიტიკური სპექტრის და ურჩევნიათ თავიანთ თავს მიხედონ… არის რაღაც არათანმიმდევრული, რამაც ნდობა დააკარგვინათ.” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.