ოკუპანტებმა სუმის ოლქში ორი დასახლება: ბოიარო-ლეჟაჩი და ტოვსტოდუბოვო დაბომბეს, ამის შესახებ ფეისბუქზე ოპერატიული სარდლობა „ჩრდილოეთი“ იუწყება.
„დღეს მტერმა კვლავ გაისროლა სუმის ოლქის საზღვარზე. სოფელ ბოიარო-ლეჟაჩის მიმართულებით 7 აფეთქება დააფიქსირეს, სავარაუდოდ, ნაღმტყორცნებით. ასევე დაახლოებით 8 აფეთქება დაფიქსირდა ტოვსტოდუბოვოს დასახლების მიდამოში”, – ნათქვამია განცხადებაში.