ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუარესებულა, ანუ არც გაუმჯობესებულა – ხერხეულიძე “ვივამედის” განცხადებაზე

სააკაშვილმა მითხრა, რომ მარჯვენა ფეხი ბევრად დაწვრილებული აქვს ვიდრე მარცხენა და განსაკუთრებული ტკივილები აქვს კიდურების. – ამის შესახებ ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე “ტვ პირველთან”, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

“თუ ჩვენ “ვივამედის” შინაარსს ჩავუღრმავდებით, იქ არის ფრაზა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუარესებულა, ანუ არც გაუმჯობესებულა. 2-ჯერ მომიწია ვიზიტი ორივეჯერ შემიძლია დაგიდასტუროთ ექიმების ყურადღება, ექიმები თხოვენ მას, რომ როგორმე მიაღწიონ საკვების მიღების კონდიცია, ეს არ არის შიმშილობის აქტი, მისი მდგომარეობა მძიმეა და აღარ ძალუძს საკვების მიღება, ის ვერ იღებს საკვებს, იმ გადატანილი წამებისა და შიმშილობის შემდეგ, რთული ვითარებაა. მე, რაც ვნახე მას არ ჰქონდა ადგომის ძალა. მან თქვა, რომ მარჯვენა ფეხი ბევრად დაწვრილებული აქვს ვიდრე მარცხენა, განსაკუთრებით ტკივილები აქვს კიდურების.”

იტვირთბა....