უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა დონბასზე შეტევა განაახლა.
თავდაცვის უწყების წარმომადგენლის, ალექსანდრ მოტუზიანკის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში რუსული ჯარების თავდასხმა ყველაზე აქტიურ ფაზაშია.
“ახლა რუსები ცდილობენ სრულად აიღონ კონტროლი დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე. ისინი ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინის ჯარების ჯგუფი და უზრუნველყონ სტაბილური სახმელეთო დერეფნის გახსნა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიასთან“, – განაცხადა მოტუზიანიკმა.