ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს უკრაინაში – სტოლტენბერგი

პუტინმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს უკრაინაში. – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პუტინს ეს ომი ძვირად დაუჯდა.

„რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს უკრაინაში. იყო გეგმა მოკლევადიანი სამხედრო ოპერაციისთვის, მაგრამ რუსეთისთვის ძალიან ძვირად ღირებული ომი გამოდგა. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი იყო ნატოს წარმომადგენლობის შემცირება რუსეთის საზღვრებთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იტვირთბა....