aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

კულება: რუსები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს და მის გაყიდვას საზღვარგარეთ ცდილობენ – მოგიწოდებთ, ნუ იყიდით მოპარულს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მოუწოდებს ყველა ქვეყანას, უარი თქვას რუსების წინადადებაზე, შეიძინონ უკრაინიდან მოპარული მარცვლეული, – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი Twitter-ზე წერს.

„რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე, გადიან ბოსფორის სრუტეში და მის გაყიდვას საზღვარგარეთ ცდილობენ. ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე უარის თქმისკენ მოვუწოდებ. ნუ იყიდით მოპარულს. ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი“, – წერს კულება.

იტვირთბა....