ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ნიკოლაევში სამოქალაქო მანქანებში დახვრეტილი და დასახიჩრებული ადამიანების, მათ შორის, ბავშვების ცხედრები იპოვეს

ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მათმა ქვედანაყოფებმა ქალაქ ხერსონის მხრიდან ნიკოლაევის რაიონისკენ წინსვლისას, რამდენიმე სამოქალაქო ავტომობილი იპოვეს, რომლებშიც დახვრეტილი და დასახიჩრებული ადამიანების, მათ შორის, ბავშვების ცხედრები იყო.

როგორც უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა “სამხრეთზე” დაყრდნობით წერს, ოკუპანტებმა მოსახელობას, რომელიც ევაკუაციას ცდილობდა, შეგნებულად მიუთითეს დანაღმული გზისკენ.

“ტექნიკის დაზიანებები, წინასწარი ინფორმაციით, მიუთითებს დანაღმულ ზონაში მანქანების აფეთქებასა და ასევე, კოლონის დაბომბვაზე. ოკუპანტებმა ჯერ მათ აჩვენეს გზა დანაღმული ტერიტორიის გავლით, შემდეგ კი გადარჩენილები დახვრიტეს. დაღუპულთა შორის ორი დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვია“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....