დაავადებათა კონტოლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევებმა მოიმატოს.
მისივე თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ დიდი ეპიდემიის სახე მიიღოს.
“თანამედროვე პირობებში ყვავილის გაჩერება არ არის ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ისეთი გადამდები არ არის, როგორიც კორონავირუსი იყო – ალბათ, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არ მგონია დიდი ეპიდემიის სახე მიიღოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.