ჩვენთვის კანდიდატობის სტატუსი, რომც მოეცათ, ამ რეჟიმის პირობებში და NATO-სა და EU-ში გაწევრიანების შანსი 0-ია. – ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.
“ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა პრაქტიკულად არ ნიშნავს გარანტიას, რომ შენ მისი წევრი გახდები. იხილეთ თურქეთის მაგალითი, რომლის წევრობის საკითხიც მოიხსნა. იქაც კი, სადაც გეოგრაფიული კითხვის ნიშნები არ არსებობს, და საქართველოსთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ასეთი კითხვები არსებობს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი გაჩერებულია იმის გამო, რომ ქვეყანა არ არის გარდაქმნილი. ვგულისხმობ, მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნებს.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ასეთი რეჟიმის და ამ რეჟიმის კურსის პირობებში საოცრებაც რომ მომხდარიყო, და სამწუხაროდ, ასე გამოიყურება, რომ ეს საოცრება ვერ მოხდება, და მოეცათ ჩვენთვის კანდიდატობის სტატუსი, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არის ნული. ამიტომ, მოდით, ეს ბუნდოვანება არ შევქმნათ.” – განაცხადა ბოკერიამ