ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე 24 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Facebook-ზე ავრცელებს.
„ხარკოვის ოლქში 24 დასახლება განთავისუფლდა“. – წერს ის.
მთავარსარდლის ცნობით, სოფელ კუტუზოვკაში, რომელიც მაისის დასაწყისში ოკუპირებული იყო, დაახლოებით 170 ადგილობრივი მცხოვრები ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საბავშვო ბაღის სარდაფში ცხოვრობდა. მათ შორის იყო 40 ბავშვი 3 თვიდან 12 წლამდე.