ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლატვიის პრეზიდენტი – დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი

ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლატვია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაფერი შეიცვალა და ეს დაკავშირებულია ევროპის კონტინენტზე მიმდინარე საომარ მოქმედებებთან. ომის შემდგომ გაფართოების თემაზე დისკუსია გაგრძელდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკრაინა მოიგებს ამ ომს და უკრაინაზე იქნება დამოკიდებული ნატოსთან შემდგომი გეგმები. ალიანსის კარი ღიაა. ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ნაბიჯებით და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ნატო ერთგულია ამ ფუძემდებლური პრინციპის და ვერავის ექნება ნეგატიური გავლენა ღია კარის პოლიტიკაზე. ნატოში გაწევრიანებას აპლიკანტი ქვეყანა და ალიანსის წევრები გადაწყვეტენ. მე დავესწრები ნატოს მადრიდის სამიტს, სადაც ფართო დისკუსია გაიმართება ალიანსის მომავალზე და დავამტკიცებთ ორგანიზაციის 2030 -ის კონცეფციას. ჩვენი პოზიცია ნატოს ამ სამიტზეც და შემდგომ შეხვედრებზეც საქართველოს მომავალი წევრობის მხარდამჭერი იქნება. საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ მე არ შემიძლია ვთქვა ზუსტად როდის მოხდება ეს. პირობა ნატოს საქართველოსთვის მიცემული აქვს და ასეც მოხდება“, – აცხადებს ლევიტსი.

იტვირთბა....