ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავტობუსში ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

მებონიას ინტერესების დამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ უარყოფს.

შეგახსენებთ, 2022 წლის 21 მაისს დღის საათებში, სამარშრუტო ავტობუსში მყოფმა ბრალდებულმა, დანის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა ადგილას მეუღლეს მოკვლის მიზნით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

იტვირთბა....