aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩვენ ვხედავთ ოკუპაციის საშინელ შედეგებს, თუმცა რეალობა ერთია, არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე – ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ოკუპაციის საშინელ შედეგებს, თუმცა რეალობა ერთია, არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთის დღესთან დაკვშირებით განაცხადა.

„დღეს აფხაზეთის დღეა. დღეს ჩვენ ვხედავთ ბევრ მითს, მცდარ წარმოდგენებსა და გამორჩენილ ფაქტებს, რაც ექსკლუზიურად საბჭოთა იმპერიის ნამოქმედარია, რომელიც განხეთქილებისა და დაყოფის დასათესად მუშაობდა. დღეს ჩვენ ვხედავთ მიმდინარე ოკუპაციის საშინელ შედეგებს: აფხაზური ენა და კულტურა ჩვენ თვალწინ ქრება! თუმცა რეალობა ერთია: არ არსებობს საქართველო აფხაზეთის გარეშე და აფხაზეთი საქართველოს გარეშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....