aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

(ვიდეო) მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ვიქტორ მედვედჩუკმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით პუტინის ნათლია დეტალურად აღწერს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის როლს ეგრეთ წოდებულ ქვანახშირის ბიზნესში და ასევე სამარა-დასავლეთის მიმართულების მილსადენში.

დაკავებული დეპუტატი ირწმუნება, რომ მილსადენის საკითხებს ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს მოთხოვნით ეხებოდა. ექსპლუატაციის ერთი წლის განმავლობაში მილსადენმა მფლობელებისთვის ორჯერ მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე მის შესყიდვაში იყო ჩადებული – 42 მილიონ დოლარამდე. 2019 წლის მაისიდან, ანუ პოროშენკოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ავტომაგისტრალზე დიზელის გადატუმბვა შეწყდა.

„იმისთვის, რომ ეს მილსადენი კერძო საკუთრება და ფაქტობრივად თავად პოროშენკოს საკუთრება გამხდარიყო, საჭირო იყო მთელი რიგი ქმედებების განხორციელება… სასამართლოები, პროკურატურა, ანტიმონოპოლიური კომიტეტი, სახელმწიფო ქონების ფონდი. პოროშენკომ პირადი სარგებლის მიზნით ეს გადაწყვეტილებები მიიღო“, – განაცხადა მედვედჩუკმა.

მედვედჩუკმა ასევე ისაუბრა 2014-2015 წლებში ეგრეთ წოდებული “L/DPR”-ის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის ენერგეტიკული სექტორის საჭიროებისთვის ქვანახშირის შესყიდვის მექანიზმის შექმნაზე, პრაქტიკულად ოკუპანტების ლიდერებისგან.

„ფაქტობრივად, ამაში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო აპარატის უმაღლესი დონე, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული მინისტრებით, სამართალდამცავებით და მათ, ვინც უშუალოდ ახორციელებდა ამ სქემას“, – განაცხადა მან.

მედვედჩუკმა დაკითხვისას დაასახელა უკრაინის ინტერესების შელახვაში მონაწილე ჩინოვნიკების კონკრეტული გვარები – ყოფილი თანამდებობის პირები, ეროვნული ბანკის ყოფილი ლიდერები, სახალხო დეპუტატები და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.

იტვირთბა....