ახალი ამბები მსოფლიო

“მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელება ყველას უნდა აღელვებდეს” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელება არის ის, რაც „ყველას უნდა აღელვებდეს”.

მისივე თქმით, მუშაობენ, რათა შესაფერისი მკურნალობა და აცრის საშუალებები მოიძიონ.

„მათ ჯერ არ უთქვამთ ჩემთვის ზემოქმედების სრული სურათის შესახებ, მაგრამ ეს არის ის, რაც ყველას უნდა აღელვებდეს. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავიგოთ, რა მოვიმოქმედოთ და რა ვაქცინა შეიძლება იყოს ამისთვის ეფექტური“, – აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა სამხრეთ კორეიდან იაპონიისკენ გამგზავრებამდე მედიასთან განაცხადა.

ცნობისთვის, მაიმუნის ჩუტყვავილას სიმპტომებია სიცხე, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე და სხვა.

საგულისხმოა, რომ შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში, ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და პორტუგალიაში, ასევე კანადაში, ავსტრალიასა და აშშ-ში, ხოლო სიკვდილიანობის პროცენტი კი დაბალია.

 

იტვირთბა....