ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დოლიძე: მამალაძისნაირები ციხეში უნდა ისხდნენ, ან კელიაში ინანიებდნენ საქციელს, თქვენ კიდევ აპარპაშებთ

[su_quote]მამალაძეს, თენგიზ კიტოვანს, ასლან აბაშიძეს, ვიტალი ხაზარაძეს და ეგეთ საფრთხობელებს ნუ უთმობთ ეთერებს. მამალაძისნაირებს მოპარული აქვს ჩემი და ჩემი თანატოლების თაობა, სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეგენი უნდა ისხდნენ ციხეებში ან კელიაში სადმე და ინანიებდნენ თავიან საქციელს. თქვენ კიდევ აპარპაშებთ. ცოტაა გასარჩევი? ცოტაა სამსჯელო? ცოტაა ნორმალური და აზრიანი ხალხი? ეგაა ზუსტად ოცნების დღის წესრიგი: მთელმა ტელევიზიებმა აჭორაონ ხალხი, სანამ ესენი ჩვენი უბედურების ხარჯზე ფულს აკეთებენ[/su_quote]

წერს Facebook-ზე პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, ლევან მამალაძე, რომელიც 1994 -2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იყო ქვემო ქართლის რეგიონში, სამშობლოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც პარლამენტმა 2004 წლამდე ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებით ამნისტიის კანონი მიიღო.

 

იტვირთბა....